„Ebguri Guard“ წარმოადგენს კერძო დაცვითი საქმიანობის კომპანიას, რომელიც ფლობს ლიცენზიას 2023 წლის 10 ივლისიდან, ოპერირებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და ემსახურება კლიენტების ფართო სპექტრს.

კომპანიას მართავს ათწლიანი გამოცდილების მქონე მენეჯმენტი, რომელთაც გააჩნიათ უსაფრთხოების სფეროში დიდი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება. დაკომპლექტებულია გაწვრთვნილი, მაღალკვალიფიციური, კონკრეტული საქმიანობისთვის მომზადებული კადრებით.

ჩვენი გუნდის მიერ ათი წლის განმავლობაში მიღებული ფართო უნარები, ცოდნა და გამოცდილება იძლევა მყარ საფუძველს და გარანტიას, რომ შემოთავაზებული მომსახურების ხარისხი არის მაღალი.

კომპანია მუდმივად ორიენტირებულია მომსახურების სრულყოფაზე და ინოვაციური, მოქნილი, ეფექტური იდეების დანერგვაზე.

სერვისები

„Ebguri Guard“ თავის მომხმარებელს სთავაზობს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მაღალი ხარისხის სერვისს, რომელშიც შედის:

  • სიგნალიზაციის ინდივიდუალურ სისტემებს, რომელშიც შედის:
    შეღწევის დეტექტორები; გარე პერიმეტრის სენსორები.
  • დაშვების სისტემები;
  • საგანგაშო სისტემა;
  • ვიდეო კონტროლი;
  • ცოცხალი დაცვა;
  • პირადი დაცვა;
  • ღონისძიებ(ებ)ის უსაფრთხოება;
  • ტვირთის გაცილება;
  • GPS კონტროლი;

ღირებულებები

პატიოსნება – კეთილსინდისიერება და მომხმარებლების ნდობის გამართლება.

სიფხიზლე – დანახვის, მოსმენის და სიტუაციის ეფექტურად შეფასებისა და გადაჭრის უნარი.

დახმარება – დახმარების აღმოჩენა, მიუხედავად იმისა არის თუ არა ინციდენტი ჩვენი მოვალეობის შესრულებასთან პირდაპირ კავშირში.

მისია

„Ebguri Guard“-ის გუნდის მისიას წარმოადგენს:

  • პარტნიორი კომპანიების და მათი ბიზნესის უსაფრთხოება და დაცვა იმგვარად, რომ ისინი კონცენტრირდნენ მხოლოდ თავისი ბიზნესის განვითარებაზე და მომხმარებელთა ბაზის გაზრდაზე.
  • პარტნიორი ორგანიზაციების შიგნით ჯანსაღი გარემოს შექმნას და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
  • სწრაფვა სრულყოფილებისკენ და ლიდერის სტატუსის დამკვიდრებას კერძო დაცვითი საქმიანობის სფეროში.

კომპანია „ებგური გუარდი“ ზრუნავს თქვენზე და თქვენს სივრცეში უსაფრთხო გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაზე.