საგანგაშო ღილაკი

საგანგაშო ღილაკის დახმარებით სწრაფად და მარტივად შეგვატყობინებთ საფრთხის შესახებ. ნებისმიერ დროს, ღილაკზე თითის ერთი დაჭერა საკმარისია იმისთვის, რომ  ჩვენმა თანამშრომლებმა მიიღონ ინფორმაცია და მოახდინონ რეაგირება.

ჩვენ გვაქვს ორი ტიპის საგანგაშო ღილაკი. ერთი, რომელიც თქვენთვის სასურველ ადგილას დამონტაჟდება და არის უძრავი. ხოლო მეორე ტიპის საგანგაშო ღილაკი არის მოძრავი და მისი ნებისმიერ ადგილას წაღება შეგიძლიათ.

მათი მთავარი დანიშნულება ჩვენი სწრაფი ინფორმირებულობაა, რასაც ორივე ტიპის საგანგაშო სისტემა სრულფასოვნად ასრულებს.

ცოცხალი ძალა

თუ თქვენ გაქვთ მაღაზია, ოფისი, სასტუმრო, მშენებარე თუ უკვე აშენებული კორპუსი ან ნებისმიერი ობიექტი და გსურთ, რომ ის მუდამ ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ იყოს, მაშინ ცოცხალი დაცვა გამოგადგებათ.

ასეთ შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლები, რომლებსაც სპეციალური პრაქტიკული და თეორიული მომზადება აქვთ გავლილი, თქვენს ობიექტს 24 საათის განმავლობაში დაიცავენ.

ჩვენ შემოგთავაზებთ თქვენს ობიექტზე მორგებულ დაცვის სქემას.

პირადი დაცვა

პირადი დაცვა  კონკრეტული პირის ან პირების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. „Ebguri Guard“-ის თანამშრომლებს აქვთ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა, თუ როგორ უნდა დაიცვან კონკრეტული ადამიანის ან ადამიანების უსაფრთხოება.

ჩვენ ვსწავლობთ კონკრეტული პირის (პირების) საჭიროებებს და ინდივიდზე (ინდივიდებზე) მორგებულ დაცვის სტრატეგიას შემოგთავაზებთ.

ღონისძიებ(ებ)ის უსაფრთხოება

უსაფრთხო გარემო ყველას პრიორიტეტია. განსაკუთრებით მაშინ თუ დროის სასიამოვნოდ გატარება გვინდა. ასეთ გარემოს „Ebguri Guard“  შეგიქმნით.

ფესტივალებზე, კონცერტებზე, წვეულებებსა და სხვა ხალხმრავალ ღონისძიებებზე ჩვენი თანამშრომლები იზრუნებენ, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ.

ვიდეო კონტროლი

ვიდეო კონტროლი საშუალებას გაძლევთ 24 საათის განმავლობაში ადევნოთ თვალი თქვენს ობიექტს.

არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით. ტელეფონისა და ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ, თუ რა ხდება თქვენს კერძო საკუთრებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

კამერების დამონტაჟება შესაძლებელია შენობაში და შენობის გარეთ.

ტვირთის გაცილება

ადამიანის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ქონება რასაც ვფლობთ. ზოგჯერ გვინდა ჩვენი ნივთები ტრანსპორტირების დროსაც  დაცული იყოს. ამ შემთხვევაში ტვირთის გაცილების მომსახურებას გთავაზობთ.

„Ebguri Guard“-ის თანამშრომლები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გაყვებიან თქვენს საკუთრებას და დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ მიტანას უზრუნველყოფენ.

GPS კონტროლი

GPS სისტემა თქვენს ავტომობილში მონტაჟდება. ინტერნეტის საშუალებით, ნებისმიერ დროს,  შეძლებთ შეიტყოთ მანქანის ადგილმდებარეობა, გადაადგილების ტრაექტორია, მანძილი და სიჩქარე. ასეთ შემთხვევაში დაცულია ავტომობილის მფლობელის კონფიდენციალურობა.

GPS კონტროლის დამონტაჟების შემთხვევაში თქვენ კონკრეტული კოდური სახელი მოგენიჭებათ და თქვენი ავტომობილის შესახებ ინფორმაციას მისი საშუალებით მიიღებთ.